თომას მანი

პაულ თომას მანი დაიბადა მდიდარე ლიუბეკელი მოვაჭრის თომას იოჰან ჰაინრიხ მანის ოჯახში. ოჯახის უფროსი ამავდროულად საქალაქო საბჭოს სენატორის თანამდებობაც ეკავა. თომასის დედა, იულია მანი, ქალიშვილობაში ‘„და სილვა–ბრუნსი, წარმომავლობით გერმანელი პლანტატორისა და პორტუგალიური წარმოშობის ბრაზილიელი კრეოლის შთამომავალი იყო. თომასის ოჯახი საკმაოდ მრავალრიცხოვანი იყო. მას ჰყავდა ორი ძმა და ორი და: უფროსი ძმა, ცნობილი მწერალი ჰაინრიხ მანი (1871-1950), უმცროსი ძმა ვიქტორი (1890–1949), და იულია (1877–1927, თვითმკვლელობა) და კარლა (1881–1910, თვითმკვლელობა). მანების ოჯახი შეძლებული იყო და თომასის ბავშვობა უზრუნველი და ბედნიერი იყო.

1881 წელს თომასის მამა სისხლის გათეთრებით გარდაიცვალა. მისი ანდერძის თანახმად გაიყიდა ოჯახის საწარმო და მანების სახლი ლიუბეკში. მეუღლესა და შვილებს მოუწიათ მიღებული თანხის პროცენტებზე ცხოვრება.

მამის სიკვდილის შემდეგ ოჯახი საცხოვრებლად მიუნხენში გადავიდა, სადაც თომასმა 1933 წლამდე დაჰყო. 30–ანი წლების შუაში თომასი და ჰაინრიხი იტალიაში გაემგზავრნენ და 2 წლის მანძილზე პალესტრინაში ცხოვრობდნენ.

1901 წელს გამოვიდა თომას მანის პირველი რომანი „ბუდენბროკები”. რომანის დაწერა თომას მანს სკანდინავური საოჯახო რომანების და ძმები გონკურების „რენე მოპერინის“ კითხვამ ჩააგონა. რომში ძმები გონკურების რომანის კითხვისას მანს გაუჩნდა იდეა, რომ მასაც შეეძლო გერმანული სინამდვილის ფონზე მსგავსი რომანი შეექმნა. ასევე ნიმუშად გამოადგა სკანდინავური საოჯახო რომანები, ვინაიდან მათში ასახული სავაჭრო ქალაქების ყოფა ახლოს იდგა მისთვის ახლობელ ლიუბეკისეულ სინამდვილესთან. რომანის ფორმატი თომას მანს კილანდისა და იონას ლის რომანებმა უკარნახა. რომანი 15 თავისგან უნდა ყოფილიყო შემდგარი და 250 გვერდს არ უნდა ასცილებოდა.

1905 წელს ქორწინდება კატარინა პინგსჰაიმზე, ცნობილ ებრაელ ინტელექტუალთა ქალიშვილზე.

1929 წელს მანი ხდება ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში რომანისთვის “ბუდენბროკები”.

ბუდენბროკები

ბუდენბროკები ტომი II 

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s