ჰარპერ ლი (ნაწილი XCIII)

ნელ ჰარპერ ლი (ინგლ. Nelle Harper Lee; დ. 28 აპრილი, 1926, მონროვილი, ალაბამა) — ამერიკელი მწერალი, ცნობილი მისი 1960 წლის პულიცერის პრიზით დაჯილდოებული რომანით „ნუ მოკლავ ჯაფარას“ (“To Kill a Mockingbird”).

ჰარპერ ლი ფრენსის ფინჩისა და ამასა ლის ოთხი შვილიდან ყველაზე უმცროსი იყო. მამამისი ადვოკატი და გაზეთის რედაქტორი იყო მონროვილში და 1926-38 წლებში შტატის სენატორად მსახურობდა. წიგნებზე შეყვარებული ცელქი და მოუსვენარი ჰარპერი მის და-ძმებთან და მეგობრებთან ერთად მუდამ თავგადასავლების იმპროვიზაციით იყო დაკავებული. მონროვილის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ჰარპერი ჰანტინგტონის ქალთა კოლეჯში აბარებს მონტგომერიში, სადაც მხოლოდ ერთი წელი სწავლობს ალაბამას უნივერსიტეტში გადასვლამდე 1945 წელს. აქ ის რამდენიმე სტუდენტურ პუბლიკაციას წერს და კამპუსის იუმორისტულ ჟურნალში Rammer-Jammer რედაქტორად მუშაობს. იურისტის ხარისხის მისაღებად საკმარისი საგნები არ ჩაუბარებია, თუმცა ერთი წლით ოქსფორდში, ინგლისი, მიემგზავრება სწავლის გასაგრძელებლად, სანამ 1950 წელს ნიუ-იორკში გადავიდოდა.

1.ნუ მოკლავ ჯაფარას – ჰარპერ ლი (ქართულენოვანი)

Advertisements

2 thoughts on “ჰარპერ ლი (ნაწილი XCIII)

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s