მარგარეტ მანერლინ მიტჩელი (ნაწილი XCII)

მარგარეტ მანერლინ მიტჩელი – დაიბადა 1900 წლის 8 ნოემბერს ჯორჯიის შტატის ქალაქ ატლანტაში.იგი წარმოადგენდა დიდ ამერიკელ მწერალ ქალსა და ავტორს,ბესტსელერად ქცეული რომანისა – “ქარწაღებულნი”.მარგარეტი,ადვოკატის იუჯინ მიტჩელის და მარი-იზაბელას ქალიშვილი გახლდათ.ჰყავდა ერთი ძმა – სტეფენი,რომელიც მასზე ოთხი წლით უფროსი იყო.ბავშვობის წლების გაატარება ისეთ ადამიანებთან მოუწია,რომლებმაც სამოქალაქო ომის ქარცეცხლი საკუთარ თავზე გამოსცადეს.მამამისი კი აღნიშნული მოვლენის შესახებ საკმაოდ კარგად იყო ინფორმირებული და ადგილობრივი ისტორიული საზოგადოების წევრსაც წარმოადგენდა.გარდა ამისა,სამოქალაქო ომში სამხრეთელების მხარეს იბრძოდა მიტჩელის ორი ბიძაც.მარგარეტს ბავშვობიდანვე ძალიან უყვარდა სამოქალაქო ომის პერიოდის ისტორიების მოსმენა,რამაც შემდგომში მისი დიდებული ნაწარმოების შექმნაზე უდიდესი გავლენაც იქონია.განათლების მიღება ვაშინგტონის სემინარიაში დაიწყო,რის შემდეგაც,1918 წელს სწავლა განაგრძო სმიტის ქალთა პრესტიჟულ კოლეჯში. (ავტორი გენია.ჯი) სწავლის კურსის დასრულების შემდეგ დაბრუნდა ატლანტაში,რათა საკუთარი საოჯახო მეურნეობისათვის მიეხედა.ამის მიზეზი კი მარგარეტის დედის გარდაცვალება გახლდათ დიდი პანდემიის დროს – “ესპანური გრიპის” შედეგად.გარდა ამ ტრაგედიისა,იმავე წელს საფრანგეთში დაიღუპა მისი საქმრო – ლეიტენანტი ჰენრი. 1922 წელს,თავისი საბავშვო სახელით – პეგი,ჟურნალისტად მუშაობა დაიწყო ატლანტაში გამომავალ გაზეთში – “ატლანტა ჯორნალში” და მალევე,აღნიშნული გაზეთის მთავარი რეპორტიორიც გახდა. 1922 წელსვე დაქორწინდა – ბერენ კინარდ აფშოუზე,თუმცა მათი ქორწინება ხანმოკლე აღმოჩნდა და ისინი სულ რამდენიმე თვეში დასცილდნენ.მოგვიანებით,1925 წელს მარგარეტი მეორედ დაქორწინდა,რა დროსაც მისი რჩეული სადაზღვევო აგენტი – ჯონ მარში გახლდათ.მალევე მან ტერფის ტრამვა მიიღო.აღნიშნულმა ტრამვამ კი იძულებული გახადა სამსახურისათვის თავი დაენებებინა.მარგარეტი საკუთარ თავს პროვინციელ ქალბატონად მოიხსენიებდა.ამავე პერიოდს უკავშირდება მისი აქტიური ლიტერატურული მოღვაწეობის დაწყება.მეუღლისაგან წახალისებულმა მუშაობა დაიწყო დღეისათვის საყოველთაოდ ცნობილ რომანზე – “ქარწაღებულნი”,რომლის წერასაც 10 წლის შემდეგ მორჩა.აღნიშნული ნაწარმოების თავდაპირველი სახელწოდება გახლდათ – “ხვალ – სხვა დღეა”,თუმცა მომდევნო წელს რომანის საბოლოო ტექსტის დამუშავებისას სახელწოდება შეუცვალა და “ქარწაღებულნი” უწოდა.წიგნში ასახულია ისტორია ამერიკის შეერთებული შტატების 1860-იანი წლების სამოქალაქო ომის და მისი შემდგომი პერიოდების მოვლენებისა. (ავტორი გენია.ჯი) საბოლოოდ,მიტჩელის წიგნი გამოქვეყნებულ იქნა 1936 წელს.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ მარგარეტი თავად უწევდა კოორდინაციას თავისი რომანის ბაზარზე გატანას,უცხო ენებზე თარგმანებსა და სხვა რიგ საკითხებს.ნაწარმოებმა მას იმთავითვე უდიდესი პოპულარობა მოუტანა და 1937 წელს დაჯილდოებულ იქნა “პულიცერის ლიტერატურული პრემიით”. 1939 წელს კი,განხორციელდა “ქარწაღებულნის” ეკრანიზაცია,რომელმაც სრული ფურორი მოახდინა კინოსამყაროში (ფილმმა “ოსკარის” სარეკორდო რაოდენობის 8 პრიზი მიიღო). 1949 წლის 11 აგვისტოს,კინოსკენ მიმავალს დაეჯახა ავტომობილი,რომლის მძღოლიც გახლდათ ყოფილი ტაქსისტი (რის გამოც დამკვიდრდა მცდარი შეხედულება,რომ მისი სიკვდილი ტაქსის შეჯახების შედეგად მოხდა).აღნიშნული ავარიის შედეგად მიღებული უმძიმესი ტრამვების შემდეგ,მარგარეტ მანერლინ მიტჩელმა ხუთი დღე იცოცხლა და 1949 წლის 16 აგვისტოს გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.

მარგარეტ მიტჩელი – ქარწაღებულნი (ინგლისურენოვანი pdf)

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s