რა არის ნერვოზი? >> ფსიქოლოგიური განმარტება და მკურნალობა

ნერვოზი ხშირი სტრესული სიტუაციების, ხანგრძლივი მძიმე განცდებით განპირობებული მდგომარეობაა, რომელიც იწვევს ნერვული სისტემის დასუსტებას, შფოთვას და ვეგეტატიურ დარღვევებს (ოფლიანობა, გახშირებული გულისცემა, კუჭის და სხვა ორგანოების მოშაობის მოშლა).

ნერვოზისთვის დამახასიათებელია:

სტრესების მიმართ მაღალი მგრძნობელობა (უმნიშვნელო სტრესულ მოვლენებზე ადამიანი სასოწარკვეთილებით ან აგრესიით რეაგირებენ), ემოციური ლაბილობა, წყენიანობა, სწრაფი დაღლა, მეხსიერებისა და აზროვნების უნარის დაქვეითება, გულისცემის გახშირება, გაფანტულობა, უძილობა ღამით და თვლემა დღისით, ოფლიანობა, არტერიული წნევის მერყეობა.

მიზეზები:

ნერვოზის ძირითად მიზეზად ითვლება: ხანგრძლივი ფსიქოემოციური და ფიზიკური გადაღლა, გადატვირთვა, უსიამოვნო განცდები, ქრონიკული სტრესი – ეს შეიძლება იყოს როგორც სამუშაო, რომელიც ადამიანს მთელ ძალას ართმევს, ასევე პირად ცხოვრებაში სირთულეები, კონფლიქტები, რომელთა გამო ადამიანი ძლიერ განცდებშია, თუ ამ გაქტორის შერწყმა ხდება, ნერვოზი თითქმის გარანტირებულია.

ზოგჯერ ნერვიული სისტემის დასუსტება ხდება საქმის ბოლომდე მიუყვანლობის, რთული სიტუაციებიდან თავდაღწევის შეუძლებლობის გამო.

ნერვოზის აღმოცენებას ხელს უწყობს თავდაუზოგავი შრომა და თავისთვის დასვენების უფლების ჩამორთმევა.

ნერვოზის განვითარების დამატებით ფაქტორად ითვლება ორგანიზმის დაავადებით დასუსტება – გამოფიტვაც (მაგ. გრიპი)

ნერვოზით დაავადებულთათვის დამახასიათებელია შფოთვა, შიში, რასაც სხვადასხვაგვარი ფორმა აქვს:

 

 

 

 

ემოციური შფოთვა მუდმივი მწუხარე ფიქრები, რაიმე კონკრეტულ მოვლენაზე, ან შიშის მოლოდინი.

ფიზიკური შფოთვა, ის ჩვეულებრივ ვლინდება კუნთების დაძაბვით, მოდუნების უუნარობით, მკერდის მიდამოში უსიამოვნო შეგრძნებებით.

მოტორული შფოთვა: შიშის დაძლევის მიზნით მუდმივად მოძრაობის აუცილებლობით, ფეხების გამუდმებული ტოკვით.

ნევროზის შედეგები

ნევროზები იწვევენ შრომისუნარიანობის და გამძლეობის დაქვეითებას. გარდა ამისა ავადმყოფთა გაღიზიანებულობა-შეუწყნარებლობა ახლობლებთან კონფლიქტის მიზეზი ხდება, რაც სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს.

მკურნალობა

ნერვოზი აბსოლიტურად მოსარჩენი დაავადებაა. მისი მკურნალობა ექიმის დანიშნულებით უნდა წარიმართოს. წამყვან მეთოდად ფსიქოთერაპია ითვლება, წამლებს დამხმარე როლი მიუეკუთვნება.

მოერიდეთ სტრესულ სიტუაციებს, თავს ნუ გადაიღლით, ხშირად დაისვენეთ და მოდუნდით. ცუდზე ნუ იფიქრებთ, თავს შთააგონეთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება!

Advertisements

24 thoughts on “რა არის ნერვოზი? >> ფსიქოლოგიური განმარტება და მკურნალობა

  1. გამოხმაურება: Little things for happines / Or | Wybie's

    • ex mteli chemi sicocxle aset koshmarebshi vatareb da ukve ise var ro mivaxwie iqamde ro sakutari landisac meshinia.garet 11 welia ar gavsulvar da amxanagebi ar minaxia arc natesavebi.me ukve ise momaqcie zombi var mgoni.erti instiqti mimushaobs ro tavi davicva vinc am dgeshi mamyopebs imatgan danarcheni chveulebrivat motvinierebuli zombi var.amitom ushvelet tavs stresebisgan shooors rac sheidzleba da amis gamomwvevi adamianebi droulad moishoret sanam damewiet gzashi yvela.

  2. მეც ნერვოზი მქონია, რა საშინელი რამეა, შეიშალა სამყარო, ვითომ ფიზიკური შრომა გაადვილდა, მაგრამ ფსიქიკური უსაშველოდ დამძემდა, დღეს იშვიათია ისეთი სამსახური სადაც არ იყოს მოთხოვნებში სტრესისადმი ამტანობა.. კარგი იქნებოდა დაეწერათ ზოგადი მკურნალობის რამე მეთოდიც

  3. ასე დავარქმევ ამ დაავადებას რომელიც წესიერ და უზომოდ კეთილ ხალხს ემართება და არა ისეთებს ვისაც ყველაფერი კიდია და ბოლომდე გარყვნილია!
    ამას მხოლოდ იმიტომ ვწერ რომ დავეხმარო სხვებს რადგან მეც სხვა დამეხმარა რომ გამოვსულიყავი ამ ჯოჯოხეთიდან!
    ეს არის ( პანიკური – ნერვოზიი შიშები ) ზემოთ აღნიშნული დაავადების გამომწვევი მიზეზი უამრავი რამ შეიძლება იყოს მაგალითად:

    ემოციურობა
    ყველაფრის გულთან ახლოს მიტანა
    მარიხუანის & სხვა ნარკოტიკების მოხმარება
    ნერვიულობა ზოგჯერ უაზროც კი
    ფიქრი რომ შენი არ ესმით და თავს მართოდ გრძნობ
    ერთფეროვანი ცხოვრება და ასე შემდეგ!

    ამ დაავადების სიპტომებია:

    ტკივილი გულის არეში
    სიკვდილზე ფიქრები
    შიშები
    არარსებული დაავადებების შიში
    ინსულტის შიში
    უჰაერობა
    ხელის და ფეხის გულების ოფლიანობა
    სიკვილის შიში
    გგონია რომ რამე ისეთი გჭირს რასაც ვერ იგებენ
    დეპრესია
    საკუთარ თავთან ჩაკეტვა
    ყველანაირი კონტაკტის შეწყვეტა მეგობრებთან და საზოგადოებასთან
    თავის ტკივილი
    თავში სიმძიმის შეგრძნება
    სუნთქვის გაძნელება
    სახლში მარტო დარჩენის შიში რადგან ვერავინ გიშველის და მსგავსი უამრავი არარსებული ჯოჯოხეთური ფიქრები თავში!
    მაშინ როცა არაფერი გაწუხებს მაგრამ თითქოს ძალით ეძბ მიზეზებს რომ უბედური იყო!
    აზრების გაფანტვა
    მხედველობის დაქვეითება
    ტყუილი ტკივილები სხვადასხვა არეში
    გგონია რო მასე მარტო შენ ხარ და სხვა არავინ და გსიამოვნებს როცა გაიგებ რომ სხვაც ამ დღეშია ანუ მარტო შენ არ ხარ ასე!
    გაღიზიანებს ხმაური შუქი და საუბარიც კი სხვისი ან თუნდაც ოჯახის წევრების!

    გეტყვით იმას რომ ეს არის ტყუილი შიში ტვინი აძლევს სიგნალს რომ აგტკივდეს შენ რამე და შემდეგ ამას მოყვება ხოლმე შიში და ტანჯვა სასწრაფოების გამოძახება და ასე შემდეგ როგორც კი თეთრ ხალათიანს დაინახავ ეგრევე მშივიდდები! ანუ ეს ტკივილები გამოწვეულია ხელოვნურად შიშით და ტვინით!
    ყველა სიპტომი არის ხელოვნურად გამოწვეული და ანგრევს ფსიქიკას!
    ასეთი მდგომარეობა რომელიც სულ ცოტა ერთი წელი გრძელდება და მაქსიმუმ რამდენი წელი შეიძლება გაგრძელდეს თუ ვერ აჯობე ნამდვილად ვერ გეტყვით! ამ მდგომარეობამ შეიძლება გამოიწვიოს სუიციდი მათთვის ვინც არ არის საკმაოდ ძლიერი და სამწუხაროდ ეს ფაქტები უკვე დაფიქსირდა საქართველოში და მეც მქონდა მსგავსი ფუქრები!

    ამის გამო მე პირადად ვიყავი ათას ექიმთან გავიკეთე ტომოგრაფია და სხვა მილიონი ანალიზი რომლებშიც სრულიად სუფთა აღმოვჩნდი!
    ამ დაავადებას არ შველის არანაირი ტაბლეტები არც ფსიქოლოგები!
    მარიხუანა და სხვა ნარკოტიკები რამდენიმე საათით მხოლოდ აჩერებს მას და ვერ კურნავს!
    ასე რომ სისულელეა მსგავსი მეთოდებით შედეგის მიღწევა!

    ნუ ჩაიკეტებით სახლში,ნუ ჩავარდებით დეპრესიაში მოერიდეთ ბევრ ალკოჰოლს გადით გარეთ იმოძრავეთ იპოვეთ ისეთი რამ რისი მუღამიც გაქვთ და ნუ იფიქრებთ რომ უაზრო და ერთფეროვანი ცხოვრება გაქვთ და არავის არ ჭირდებით აი ზუსტად ეს ანგრევს ფსიქიკას!

    ძალიან რთულია ამ დაავადების მოშორებამ აგრამ ეს შესაძლებელია არ დაიჯეროთ არ უკურნება და მსგავსი რაღაცეები!
    მთავარია ტვინი ტვინი და მხოლოდ ტვინი ის შენ გეკუთვნის და მართე!
    არაფერი გჭირთ საერთოდ არაფერი უბრალოდ ასე რო ვთქვათ ტვინი გეთამაშებათ!

    ამ დაავდების გამო ძალიან ბევრ ფულს აკეთებენ ნერვოპათოლოგები და ფსიქოლოგები რომლებიც ვერაფრით ეხმარებიან პაციენტებს პირადად ჩემს თავზე მაქვს ეს გამოცდილი და ამიტომაც ამაზე ხმამაღლა არავინ საუბრობს!

    იმედია ბევრს დავეხმარე და დავეხმარები [ტელეფონის ნომერი დამალულია ადმინისტრაციის მიერ]!

    ეს დაავადება ისეთ ტიპებს რომლებსაც ყველაფერი კიდიათ და არაფერზე დარდობენ არ ემართებათ ან ძალიან იშვიათად!!!

    • luka gaixare jigari xar ai rac chamotvalee yvelaperi mchirs apsoliturad gonebis gapantvaaa depresiaaaaa uazro nerviulobaaaa…..is ro araviss vchirdebi da veravin migebss is ro martosuli varrrrrr…xandaxan ise miqveuitdebaa azrovnebaaaaa sul vitishebi…….pataraaaaaaaa ragacazec ise vgiziandebi tundac sicilzeeeeee..vigacis an laparakze moment ro lamisaaaa xelebi davifglijo da davamtvrio yvelaperi…………..ase mgonia satanaa myavs chasaxlebuli…….kargadac ro varrr survili michndeba ro cudat viyo vinerviulo ukve ise mivechvieee…da vedzeb ragac paqtorss ro sanerviulo mqondess uazro ragacazeee……da mere ro ukvirdebi vpiqrob amaze ram amnerviulebda tqo….dzalian cudiaaaa..amastan ertaddd emociuri alergiaaa maq……an sicxeshi..an uecrad ganerviulebit an sicilit tanze mayrissss wamshivee da ise meqaveba lamisaa krunchxvebshi chamagdoss am bolos kideee enis dabujeba damchenda ukvee 1 weliaaa.sul dabujebuli maq da laparakshi xels mishliss da arakomportulad vgrdznob tavs am yvelaprit dzalian dzneliaa nervoziss damarcxebaaaa.arvici ravqnaa ….isev bolo variantiaa sheni tavi shen unda akontrolo dzalian dzneliaa maraaaaaa.unda gjerodes amisss….
      yvelas amas urchev……ubralodd akontrolet tavi…..

    • თუ ხელს არ უწყობ რომ მოგირჩეს სულ გექნება… ანუ შენ გაინტერესებს ალბათ რა დრო შეიძლება დაჭირდეს განკურნებას. ეგ დამოკიდებულია ნერვოზის სიძლიერეზე და იმაზე როგორ შეუწყობ ხელს მკურნალობას.. და საერთოდ თუ სიგარეტზე, ალკოჰოლზე, ნარკოტიკზე, გვიანობამდე ტელევიზორთან ან კომპიუტერთან ჯდომაზე, უაზრო ნერვიულობაზე და კიდევ ბევრ რამეზე უარს თუ არ იტყვი პირიქიტ პროგრესირებადი იქნება შენი დაავადება…. დამიჯერე პირადი გამოცდილებიდნა გეუბნები…

  4. გამარჯობა
    მინდა ყველა ადამიანს რომელსაც რაიმე მსგავსი სინდრომი აქვს იგივე ვურჩიო რასაც ლუკა ამბობს, მეც მჭირს ნერვოზის მსგავსი გამოვლინებები და მგონია რომ რაღაც საგნების წყობამაც კი შეიძლება გამოიწვიოს უარყოფითი მოვლენები, დაძაბული ვარ სულ უარყოფითზე ვფიქრობ და რაც არ უნდა მოხდეს კარგი მაინც მგონია რომ რაღაც ცუდი მოხდება და ამ დაძაბულობით ვიძინებ და ვიღვიძებ, უფრო სწორედ ეს ხდებოდა სანამ გავარკვევდი რა მჭირდა და მეგონა რომ ფსიქიკურად შევიშალე და მეშინოდა ამის ხმამაღლა თქმა, ვცდილობდი ჩემი “გამოხტომები” არავის შეემჩნია და სხვების თანდასწრებით მუდამ კარგ ხასიათზე ვიყავი, თუმცა ეს თამაში ხანდახან უარესი შედეგის მომტანია, რადგან ენერგია რაც შენ თავს უნდა დაახარჯო სხვებს უთმობ და შენ უარესად ცარიელიი ხდები.
    არ ვამბობ რომ უკვე განვიკურნე და თავს არაჩვეულებრივად ვგრძნობ მაგრამ პროგერსი მაქვს , ვცდილობ სულ დადებითზე ვიფიკრო ვაკეთო ის რაც მომწონს და არა ვალდებულებები შევასრულო, დამიჯერეთ საკმაოდ კარგად შეიცვლება მდგომარეობა, თუ საკუთარ თავში დაიწყებთ იმის ძებნას რისი კეთებაც დადებით ემოციებს იწვევს, მაგალითად კითხვა, სეირნობა, დადებითი მუსიკის მოსმენა, სიმღერა არ აკვს მნიშვნელობა ხმა და სმენა გაკვს თუ არა 🙂 უბრალოდ იმღერეთ იცეკვეთ, ივარჯიშეთ ერთ ერთი საუკეთესოა ვარჯიში სასიამოვნო მუსიკაზე, და როგორც კი შეამჩნევთ თავს რომ ცუდზე ფიქეობთ ან ცუდად ხართ მაშინვე გაიმხნევეთ თავი და რამდენიმე წუთში ნახავთ პროგრესს.
    დაიძინეთ ადრე და ადექით ადრე, ფიზიოლოგიური ძილის დარღვევა იწვევს ნერვული სისტემის გაღიზიანებას და პირველი გამომწვევია ნერვოზის.
    თუ კონკრეტული ადამიანები გაღიზიანებენ ან უბრალოდ იმათაც ნერვოზი აქვთ და სულ გეკამათებიან დამიჯერეთ აუხსენით ერთი რამ 🙂 ჩხუბი არაფერს არ ცვლის არც გაფუჭებულ საქმეს ასწორებს და ეცადონ წყნარად მოაგვარონ ყველაფერი ხმადაბლა ისაუბრონ და ა. შ. ანალოგიურად მოიკეცით თქვენც და არ აღელდეთ უმნიშვნელო წვრილმანებზე მაგ. რატომ არ მოდის წყალი ან რატომ შეეშალა ხურდა გამყიდველს და შენზე წინ სხვას მოემსახურა და ასე შემდეგ, დაფიქრდით როგორ გაღიზიანებთ ესეთი უმნიშვნელო წვრილმანები, რომლებიც მეორე დღეს საერთოდ არ გახსოვთ და ასეთ უაზრობებზე გაღიზიანება არც ღირს და შედეგად გარშემომყოფებსაც უშლით ნერვებს 🙂 გაიღიმეთ ბევრი და გაუღიმეთ ყველას ვინც გემსახურებათ ბარში მაღაზიაში ან თუნდაც სახლში მშობლებს და ოჯახის წევრებს თუნდაც იმის გამო რომ კოვზი მოგიტანეს სუფრასთან 🙂
    შეიძლება ვინმემ იფიქროს რომ ეს არაა ნორმალურობა მაგრამ დამიჯერეთ ძალიან შეცვლის თქვენ გარემოს და სასიკეთოდ იმოქმედებს თქვენზეც .

  5. საშინელებაა ეს ნერვოზი 5 წელია მაქ და ვერადა ვერ გამოვედი მდგომარეობიდან ზაფხულობით ცოტა შეღავათი მაქ და ზამთრობით ისევ იღვიძებს საშინელი შედეგებით 28 სიმპტომი მაქ აუხწერელი რამეები

  6. მეც ამ დღეში ვარ მაგრამ ჩემით ვიმშვიდებ თავს, უკვე გაუგე ნერვოზს ძაან ადვილია ხალხნო თუ გულით მოინდომებთ ნერვოზს მოიშორებთ თავიდან

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s