ნოდარ დუმბაძე (ნაწილი XV)

რა გამოვიდოდა ეს რომ არ დამეწერა?

დაიბადა : 14.07.1928 წ
გარდაიცვალა : 04.09.1984 წ

 

ნოდარ ვლადიმერის ძე დუმბაძე (დ. 14 ივლისი, 1928 – გ. 4 სექტემბერი, 1984, თბილისი) – ქართველი მწერალი.
ნოდარ ვლადიმერის ძე დუმბაძე დაიბადა 1928 წლის 14 ივლისს ქალაქ თბილისში, მოსამსახურის ოჯახში. მამა – ვლადიმერ ივანეს ძე დუმბაძე საქართველოს კპ, პარტიის მაიაკოვსკის რაიკრმის პირველი მდივანი ი, დედა – ანა ივანეს ას ბახტაძე – დიასახლისი. ქალაქ თბილისის მე-15 სკოლის მოსწავლე ნოდარ დუმბაძე საცხოვრებლად გადავიდა ჩოხატაურის რაიონის სოფელ ხიდისთავში ბებიასთან და პაპასთან. 1945 წელს ნოდარ დუმბაძემ დაასრულა ჩოხატაურის რაიონის სოფელ ხიდისთავის საშუალო სკოლა და თბილისს დაბრუნდა სწავლის გასაგრძელებლად. შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკურ ფაკულტეტზე, რომელიც 1950 წელს დაამთავრა. 1967- 72 წლებში იყო ჟურნალის ” ნიანგი” რედაქტორი. 1972 წლიდან საქ. მწერალთა კავშირის გამგეობის მდივანი და სსრკ მწერალთა კავშირის გამგეობის წევრი. ჟურნალის ” მოლოდაია გვარდია” სარედაქციო კოლეგიის წევრი. 1950 წლიდან ნ. დუმბაძის ლექსები და იუმორისტული მოთხრობები სისტემატურად იბეჭდებოდა ქართულ პრესაში. მოთხრობების პირველი კრებული ” სოფლელი ბიჭი” გამოქვეყნდა 1960 წელს. მწერალს აღიარება მოუპოვა პირველივე რომანებმა: ” მე, ბებია, ილიკო და ილარიონი” (1960 წ) და “მე ვხედავ მზეს ” (1962). ნოდარ დუმბაძის რომანებისა (“მზიანი ღამე” (1967 წ) , “ნუ გეშინია, დედა!” (1971 წ.), “თეთრი ბაირაღები” (1973 წ.)) და მოთხრობებისათვის 1975 წელს მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელმწიფო პრემია.
ნაწარმოებების ნათელმა ოპტიმიზმა, თანამედროვე ცხოვრების უმნიშვნელოვანესი მოვლენების ღრმა წვდომამ, თხრობის ლირიზმმა და განუმეორებელმა იუმორმა განაპირობა მწერლის პოპულარობა – როგორც ჩვენში, ისე საზღვარგარეთ. დუმბაძის თხზულებები თარგმნილია რუსულ, უკრაინულ, მოლდავურ, სომხურ, აზერბაიჯანულ, ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ, ესპანურ, პოლონურ, იაპონურ, თურქულ, არაბულ და სხვა ენებზე. დუმბაძის ოთხივე რომანი გადაკეთდა პიესებად. დაიდგა ქართულ, სხვა რესპუბლიკებისა და უცხო ქვეყნების სცენებზე. გადაღებულია კინო-ფილმები: ,,მე, ბებია, ილიკო და ილარიონი”(1962წ. რეჟისორი თ. აბულაძე); ,,მე ვხედავ მზეს” (1965წ. რეჟ. ლ. ღოღობერიძე); ,,გზა მშვიდობისა, ჯაყო!”; ,,ნუ გეშინია, დედა!” (1972 წ. რეჟ. მ. კოკოჩაშვილი). ნ. დუმბაძეს ეკუთვნის ლექსებისა და მოთხრობების რამდენიმე კრებული. დაჯილდოებული იყო საპატიო ნიშნის ორდენებითა და მედლებით. გარდაიცვალა 1984 წელს. დაკრძალულია ქ. თბილისში, საბავშვო ქალაქ ,,მზიურში”.

ნაწარმოებები:

1.მე ვხედავ მზეს

2.მზიანი ღამე

3.დიდრო

4.ძაღლი

5.HELLADOS

6.ხაზარულა

Advertisements

10 thoughts on “ნოდარ დუმბაძე (ნაწილი XV)

  1. დიდი მადლობა..
    იქნებ “მარადისობის კანონი” , “თეთრი ბაირაღები” და “ნუ გეშინია, დედა” ატვირთოთ.. ვერსად ვნახე
    მადლობა

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s